ელენე ხოშტარია: ომბუდსმენმა დეტალური გამოძიება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, არა თუ არ არის გარკვეული, ვინ გასცა ბრძანება, ფაქტია, სახელმწიფოს ამის გარკვევა არ უნდა

ელენე ხოშტარია: ომბუდსმენმა დეტალური გამოძიება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, არა თუ არ არის გარკვეული, ვინ გასცა ბრძანება, ფაქტია, სახელმწიფოს ამის გარკვევა არ უნდა

გასული წელი იყო პოლიტიკური კრიზისის წელი და ომბუდსმენმა ანგარიშში ძალიან დასაბუთებულად აღწერა პრობლემები, რომლებიც გვქონდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.

„მინდა, ხაზი გავუსვა ომბუდსმენის ძალიან მნიშვნელოვან როლს ადამიანის უფლებების დაცვაში მისი მოღვაწეობის პერიოდში. ის ძალიან გაბედული და ხმამაღალი ომბუდსმენია. ეს წელი იყო განსაკუთრებულად მძიმე ქვეყნისთვის. ეს იყო პოლიტიკური კრიზისის წელი და ომბუდსმენმა ანგარიშში ძალიან დასაბუთებულად აღწერა პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვქონდა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იყო 20 ივნისი, 20 ივნისის დარღვევები და 20 ივნისისთვის დაუსჯელობა. 20 ივნისი შემდეგ ადამიანების დაზარალებულად არ ცნობა და უსამართლობის მთელი ის ბუკეტი, რომელზეც ხელისუფლება დღემდე პასუხისმგებელი არ არის. გარდა ამისა, ძალიან სერიოზული პრობლემებია ადამიანის აზრის გამოხატვის შეზღუდვაზე, რაც სისტემურ პრობლემად იქცა, მათ შორის 20 ივნისის შემდეგ.​ ომბუდსმენმა პრაქტიკულად დეტალური გამოძიება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, არა თუ არ არის გარკვეული, ვინ გასცა ბრძანება, ფაქტია, სახელმწიფოს ამის გარკვევა არ უნდა. ხაზგასმით ამის დამალვა უნდათ. რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ აქ იყო ბიძინა ივანიშვილის როლი. სხვა ახსნა ამას ვერ ექნება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Aburjga Tasmanieli ყველაფერი გარკვეულია - თქვენ და თქვენისთანებს გინდოდათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ამისათვის ეცადეთ ძალადობრივად შეჭრილიყავით პარლამენტის შენობაში, მსგავსად 2003 წლისა,გამაგრებულიყავით იქ და გამოგეცხადებინათ ხელისუფლების შეცვლა! არ გამოგივიდათ. ყველა სამსახურმა იმოქმედა საკუთარი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, პარლამენტი თქვენისთანა მსტვენია, მესაყვირე ვანდალებისაგან, რასაც არავითარი დამატებითი ბრძანება არ ესაჭიროებოდა! წადით ემიგრაციაში, წდით ... დაგვასვენეთ, დაასვენეთ ჩემი სამშობლო!
4 წლის უკან