რომან გოცირიძე: ჩვენი მოქალაქეების 88% ამბობს, რომ ეს სისტემა და კლანი უნდა დაიშალოს

რომან გოცირიძე: ჩვენი მოქალაქეების 88% ამბობს, რომ ეს სისტემა და კლანი უნდა დაიშალოს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოციძემ სახალხო დამცველის ყოველწლიურ აგარიშებს ობიექტური უწოდა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაში არსებულ ვითარებას აღწერს.

რომან გოცირიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ნინო ლომჯარია მოხსენებით გამოდის, აღნიშნა, რომ „საშინელი ვითარებაა ადამიანის უფლებების მხრივ და ეს ერთი წელი იყო ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის სიმბოლო“.

„ასევე - სასამართლო სისტემის დეგრადირების, პოლიტიკური დევნის გაგრძელების და დამნაშავეების აღზევების“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო გამჭვირვალობის გამოკითხვაში 88% ამბობს, რომ კლანი და ეს სისტემა უნდა დაიშალოს.

„როგორ წარმოგიდგენიათ კოალიციური ხელისუფლების პირობებში ერთ ადამიანეზე ჩამოკიდებული სისტემის სამართლებრივი ან სხვა ფორმით დემონტაჟი? ჩემი პოზიციაა, რომ ის უნდა დაინგრეს და არაკორუმპირებული ადამიანები მოვიდნენ, მაგრამ ეს არის პოლიტიკური განცხადება და ამას მექანიზმები სჭირდება“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშს წარადგენს. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ კი წლიურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

Aburjga Tasmanieli ბატ. რომან! ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმეტესობას აქვს თქვენი და თქვენი კლანის მიუღებლობა!
4 წლის უკან