პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ეხება ტერორიზმის შესახებ 2019 წლის მონაცემებს, საქართველოს სპეციალური სამსახურები უაღრესად მაღალი ხარისხით არიან შეფასებული. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მათი ქმედითუნარიანობა უმაღლეს დონეზეა შეფასებული.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს შორის განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში ჩვენი კოოპერირება იყოს სულ უფრო და უფრო ეფექტური. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რეგიონში ჩვენ გვაქვს ჩვენი ფუნქცია. ეს ფუნქცია, პირველ რიგში, არის უსაფრთხოება, სიმშვიდე რეგიონში და ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა აშშ-თან სულ უფრო მეტ დატვირთვას და შინაარსს იძენს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.