ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 2 საკარანტინო ზონიდან, ხოლო 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და კორონავირუსისგან სულ 776 ადამიანია გამოჯანმრთელებული, კოვიდცენტრებში კი 127 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
„გუშინდელი მონაცემებით გვყავდა 914 დადასტურებული შემთხვევა, ამ ჯერზეც დაგვემატა მხოლოდ 3 და გვყავს 917 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა, იყო 771 და და გახდა 776. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეს კოვიდცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება 3 ახალ შემთხვევას, აქედან 2 გახლავთ საკარანტინო ზონიდან, ხოლო 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ჩვეს ცენტრში ასეთი მონაცემებია - შემოვიდა 2 ახალი პაციენტი და გამოჯანმრთელდა მხოლოდ 1 პაციენტი და დღევანდელი მონაცემებით, 26 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს ჩვენს ცენტრში. ჩვენთან შემოსული 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის ჩვენს პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირი და მეორე გახლავთ საკარანტინო სივრციდან შემოსული პაციენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, როგორც შემოტანილი შემთხვევა რუსეთიდან არის, საკარანტინე სივრცეში იყო და იქ დაუდასტურდა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.