მაღალჩინოსნების საქმე (video)

მაღალჩინოსნების საქმე (video)

კიდევ ერთხელ გუშინდელი დაკავებების შესახებ. დაკავებული არიან: ენერგეტიკის და ასევე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციის, განათლების ყოფილი მინისტრი და ასევე გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, კომპანია "თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, რომელიც სხვადასხვა პერიოდში იყო "ხრამჰესი 1-ის," "ხრამჰესი 2-ის", შპს "მტკვარი ენერგეტიკის" დირექტორი, შპს "ელენდეფ სერვისის" დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია. ალექსანდრე ხეთაგურის გარდა ყველა მათგანი მოთავსებულია პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

  •