კატლეტი სიურპრიზი

კატლეტი სიურპრიზი

ინგრედიენტები

ქათმის ხორცის ფარში - 500 გ

ხახვი - 1 თავი

ნიორი - 2 კბილი

მარილი და პილპილი

კვერცხი - 1

პურის ნაჭერი

გულსართი:

სულგუნი - 150 გ

მოხარშული კვერცხი - 2

კარაქი - 2 ს.კ

მომზადების წესები

ხახვი, გამბალი, გაწურული პური და ნიორი ბლენდერში დააქუცმაცეთ და შეურიეთ ფარშს. დაამატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ.

გახეხილ ყველს დაამატეთ წვრილად დაჭრილი კვერცხი და დარბილებული კარაქი. ეს  გულსართი ჩაუდეთ კატლეტებს გულში და შეწვით ჩვეულებრივად, ტაფაზე, ორივე მხრიდან. კატლეტები რომ ადვილად გააკეთოთ ხელები ცივ წყალში დაისველეთ.