ქუთაისელების პროტესტი მიხეილ სააკაშვილს. „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეკრებილმა ქუთაისლებმა შენობის შესასვლელები გადაკეტეს და პრეზიდენტს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ინციდენტი ქუთაისში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. პრეზიდენტი შენობიდან გაძლიერებული დაცვის ქვეშ გამოიყვანეს. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ტერიტორია დატოვა, „ნაციონალური მოძრაობის" ოფისის წინ შეკრებილი ხალხი უმცირესობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა.