დიდთოვლობა საქართველოში (video)

დიდთოვლობა საქართველოში (video)

დიდთოვლობის გამო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ისევ შეზღუდვებია. ამ დროისთვის გადაადგილება შეზღუდულია ტყიბული-ამბროლაურის გზის ნაქერალას მონაკვეთზე, სადაც მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია. ნაქერალას უღელტეხილზე შეუჩერებლად თოვს, რაჭის ქედზე კი მგზავრობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. უღელტეხილზე მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის სპეც ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

  •