ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის N173-ში, 2300 კვადრატულ მეტრზე მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო. მიმდინარე პროექტი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო განათების სისტემა,საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ფილებით, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო გასართობი ზონა და საპარკე ავეჯი. ასევე დაიგო საპარკე გაზონი და ხე-მცენარეები, ტერიტორია შემოიფარგლა უსაფრთხოების მოაჯირით. სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 150,000 ლარია.