როსტოვის N3-ში სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

როსტოვის N3-ში სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, როსტოვის N3-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ხანძრისგან დაზიანებული სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „აპრილის თვეში, აღნიშნულ მისამართზე თბილისური ტიპის ეზოში მიტოვებულ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა ცეცხლი, რამაც გარშემო კიდევ 5 სახლი დააზიანა. დაზარალებულმა მოსახლეობამ ისარგებლა ჩვენი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამით და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახურავების კაპიტალურად შეკეთება. სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება,“ -განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. პროექტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 20,000 ლარია.