მამუკა არეშიძის განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე უამრავი კითხვა ჩნდება

მამუკა არეშიძის განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე უამრავი კითხვა ჩნდება

ექსპერტის, მამუკა არეშიძის განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე უამრავი კითხვა ჩნდება

როგორც გაბუნიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ფაქტია, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში „კარგად გრძნობენ თავს“.

„ასეთი პრაქტიკა კადიროვის ხელისუფლებას და მის სპეცსამსახურებს აქვთ, რომ მოახდინონ საზღვარგარეთ მათთვის მიუღებელი პირის ლიკვიდაცია. ეს ხდება ევროპაშიც, აზიაშიც და სადაც ხელი მიუწვდებათ, ყველგან. უამრავი ადამიანია ლიკვიდირებული კადიროვის სპეცსამსახურების მხრიდან. რაც შეეხება რუსულ სპეცსამსახურებს, ასეთებიც უამრავია წლების განმავლობაში. ისეთი ფაქტებიც არსებობს, რომ კადიროვი პირად ინიციატივას იჩენს ხოლმე ზოგ შემთხვევაში, რომელიც შეიძლება არც იყოს შეთანხმებული მოსკოვთან. მაგალითად, იგივე ნემცოვის მკვლელობა, რომელმაც ოფიციალურ მოსკოვს უარყოფითის გარდა არაფერი არ მოუტანა.

მაგრამ მე მაქვს კითხვები, რატომ უკრაინა? ეს მაწუხებს. პრაქტიკულად, რა გამოვიდა? იმდენი ხანი გრძელდებოდა ამ ლიკვიდაციისთვის მომზადება, რომ უკრაინული სპეცსამსახურებისთვის დიდი ხანია ეს ცნობილია თურმე და ამასთანავე, „ხმაურიანად“ მიმდინარეობდა მომზადება. გარდა ამისა, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იდგა უკრაინაში ამ პიროვნების უკან. გუშინ, ჩემი კავშირებით, უკრაინულ-ინგუშური დიასპორის მეშვეობით, შევეცადე გამერკვია რა ხდება ამასთან დაკავშირებით და სიმართლე გითხრათ, ნულოვანი შედეგი მაქვს. გარდა ამისა, ისიც მინდა გითხრათ, რომ აქ საეჭვოდ ხდებოდა ამ პიროვნების მოძრაობა და გადაადგილება. ბევრი კითხვა მაქვს. იმაზე ლაპარაკი აღარ მაქვს რა შეფასებას ვაძლევ გვარამიას გუშინდელ ტექსტს. ის გაუთავებლად ლაპარაკობდა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის ხელისუფლების პარტნიორი და იმ ლოგიკას კი არ მისდევდა, რომ პირველ რიგში, თუ მართლა მოხდებოდა ასეთი ამბავი, საქართველოს ხელისუფლებაზე იქნებოდა მთავარი დარტყმა მიყენებული. ბევრი რამეა, რაც დახვეწას და გამართულ ლოგიკას მოითხოვს. ფაქტია, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში კარგახანია კარგად გრძნობენ თავს. შეიძლება თუ არა განმეორდეს ასეთი რამ, ვერ გეტყვით. ისეთი რეზონანსი გამოიწვია უკვე, რომ თუ მოხდება თავდასხმა, გასაგები იქნება, რომ ეს არის ვიღაც უცხოს შეკვეთილი. გაბუნიას დაყვება უზარმაზარი დაცვა, 4-5 ომი მაქვს გავლილი, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვიყავი და აზრად არ მომსვლია, რომ მე როგორც ჟურნალისტს, დაცვა მხლებოდა, მაგრამ თვითონ ასე დადიან, დაცვებით... ზოგადად, ჟურნალისტი დაცვით რომ დადის, ის ჟურნალისტი აღარ არის ჩემს თვალში“, - განაცხადა არეშიძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

Katana . საინტერესოა, გაბუნიას "უზარმაზარი დაცვის" ფულს ვინ იხდის? გვარამია?
4 წლის უკან
amo ჩეჩენის დაკვეთას ინგუში ასრულებდა? რაღაც აბდაუბდა გამოდის
4 წლის უკან