ჩუღურეთის რაიონში, სალხინოს N5-ში მწვავედ ავარიული ფერდობის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 173 000 ლარია. მიმდინარე პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.