რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 8 706 შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 8 706 შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 8 706 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 520 129 შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 114 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსს 6 829 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 274 641 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.