ბიძინა კულუმბეგოვის გაფრთხილება: შეიძლება ისევ დადგეს კარანტინის და ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა

ბიძინა კულუმბეგოვის გაფრთხილება: შეიძლება ისევ დადგეს კარანტინის და ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აფრთხილებს და ბოლო დღეებში დაინფიცირების შემთხვევების ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას:

"მას შემდეგ, რაც ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ეკონომიკური შეზღუდვები მოიხსნა, ჩვენთან დაიწყო შოდა საზოგადოებრივი გავრცელება. ასე ხდება ყველგან და აქ არალოგიკური არაფერია, მაგრამ არავითარ შემთხვეაში ჩვენი მიღწეული შედეგი თავზე არ უნდა დაგვემსხვრეს. აქ ერთი კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ ერთი რამ აუცილბლად გასათვალისწინებელია. ადამიანებმა უნდა შეძლონ გააზრებულად სოციალური დისტანციის დაცვა და პასუხესმგებლობის აღება საკუთარ ქმედებებზე. თუ ამას ვერ მიხვდება ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მაშინ ეკონომიკური შეზღუდვები ისევ გველის, შეიძლება ისევ დადგეს კარანტინის, ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.