ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვაზე, ვინ გამოუშვა ციხიდან გიგი უგულავა, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ეს კითხვა მას არ ეკუთვნის და დასძინა, რომ მისი პრემიერობის დროს ეს ადამიანი ორჯერ დაიჭირეს.
„რაც შეეხება შეკითხვას, ვინ გამოუშვა გიგი უგულავა, ეს კითხვა მე არ მეკუთვნის. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ, დაიჭირა პროკურატურამ. მე ახლა თავდაცვის მინისტრი ვარ, ეს შეკითხვა მე არ მეკუთვნის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.