ირაკლი ღარიბაშვილი: „ოკუპაციის შემდეგ, მთავარი საფრთხე „ნაცმოძრაობისგან“ მომდინარეობს

ირაკლი ღარიბაშვილი: „ოკუპაციის შემდეგ, მთავარი საფრთხე „ნაცმოძრაობისგან“ მომდინარეობს"

ჩემ გამოსვლაში რაც ვთქვი, რაც დესტრუქციული ძალების მოქმედებას უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა მე ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრივ ძლიერებას და სახელმწფო სტაბილურობას.

„ოკუპაციის შემდეგ მთავარი საფრთხე რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას უდგას ეს მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან", ამ დესტრუქციული ძალისგან. მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი, რუსული ოკუპაციის შემდეგ არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობიდან" მომდინარე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.