არსებული ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩეჩენი ეროვნების ახალგაზრდა დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩეჩენი ეროვნების ახალგაზრდა დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია ჩაატარა, ჩეჩენი ეროვნების კაცი დააკავეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულია ჩეჩენი ეროვნების კაცი და სავარაუდოდ, საქმე ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა imedinews-ს უწყებაში განუცხადეს, რომ დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ შეუძლიათ.