ამ ქვეყნის ყველა სფეროს სჭირდება ახალი ელიტები ყველგან, კულტურაში, ეკონომიკაში, განათლებაში, სპორტში და ეს ხართ თქვენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ მუზეუმში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური და და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს ხვდებიან.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოზრდილი თაობა შევინარჩუნოთ აქ, რომ რა გამოცდილებაც მიიღეს იქ მოახმარონ ქვეყანას და ახალგაზრდები გაგიშვათ იქ, რომ მიიღოთ კარგი განათლება და დაგვიბრუნდეთ რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა“, - აღნიშნა გახარიამ.
სახელმწიფოს ხელშეწყობით სამშობლოში 12 720 მოქალაქე დაბრუნდა. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპზე, თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პრევენციული ნაბიჯები გადადგა და ეპიდაფექთქების საწყის ეტაპზე უცხოეთში მყოფი მოქალაქეები პანდემიის მაღალი რისკის ზონებიდან გამოიყვანა.