„იძირება გემი, სახელად „აგრესიული ლიბეალიზმი“ და ბოკერვილების კლასტერების სურვილის მიუხედავად, ჩვენც ჩაგვიყოლონ, არაფერი გამოუვათ“

„იძირება გემი, სახელად „აგრესიული ლიბეალიზმი“ და ბოკერვილების კლასტერების სურვილის მიუხედავად, ჩვენც ჩაგვიყოლონ, არაფერი გამოუვათ“

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მეცამეტე მეომრიდან მეცამეტე კონგრესმენამდე 26 კომისრის გავლით

ცამეტმა 13 ამერიკელმა “რესპუბლიკელმა” კონგრესმენმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელიც ზუსტად იმ 26 კომისრის „დანოსის“ სტილშია დაწერილი სადაც ისინი ბოლშევიკური რუსეთის მთავრობას „გულდათუთქულნი“ ამცნობდნენ საქართველოს ლენინური კურსიდან გადახვევის შესახებ.

„საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“ – წერენ ის ხალხი, რომელთა ქვეყანა პანდემიის „რეკორდული“ მაჩვენებლის ფონზე, კოლუმბის ქანდაკებას თავს აჭრიან, ფილმ „ქარწაღებულს“ აკრძალვას უწესებენ, საშინელი მოროდიორება და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ძალისმიერი აქციები მიმდინარეობს.

„სანქციების დაწესება რუსეთის პროპაგანდის ხელმძღვანელებსა და სხვა ქვეყნებში პუტინის სასარგებლოდ მოქმედ რუსეთის მარიონეტებზეც უნდა მოხდეს“ – კოპი-პეისტით იმეორებენ ე.წ. „არასამთავრობო ორგანიზაციების“ ნარატივს და ამას აკეთებენ საქართველოს მიმართ ამერიკის ადმინისტრაციის უპრეცედენტო მხარდაჭერის პარარელურად.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, პირდაპირ ვიტყვი – იძირება გემი სახელად „აგრესიული ლიბერალიზმი“. იძირება და ბოკერვილებისა და მათი მარაზმატიკი კლასტერელების დიდი სურვილის მიუხედავად, ჩვენც ჩაგვიყოლონ, არაფერი გამოუვათ“