პაატა იმნაძე: თუ წესებს არ დავიცავთ, ბევრი კორონა იქნება

პაატა იმნაძე: თუ წესებს არ დავიცავთ, ბევრი კორონა იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევები მოსალოდნელი იყო, თუმცა მთავარია არ იყოს ზვავისებური მატება, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.

ამისათვის კი, სპეციალისტის თქმით, უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები: „მგზავრობა გინდა? თუნდაც შორ მანძილზე, ნიღაბი გაიკეთე, როცა დაჯდები ტრანსპორტში. სადმე მოხვდები? დაიცავი სოციალური დისტანცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს შევხვდებით და არ გადავკოცნით, არ ჩავეხუტებით. ფიზიკური დისტანცირება ნიშნავს, რომ უცხო კაცის დანახვისას, ორი მეტრით მოვშორდე და ახლოს არ მივიდე. ამას თუ დავიცავთ, რა თქმა უნდა შემთხვევები იქნება, მაგრამ - ცოტა, კორონას ვერ გავაქრობთ. თუ არ დავიცავთ, იქნება ბევრი კორონა და შორს რომ არ ვიაროთ, მაგალითი გვაქვს მეზობელ ქვეყანაში“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ POSTV-ს ეთერში.

მან სომხეთის მაგალითი მოიყვანა, სადაც ხალხმა არ დაიჯერა ვირუსის არსებობის.

პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ადამიანებს, უარი თქვან ხალხმრავალ შეკრებებზე.