12 ივნისს, 11.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თიბლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ლაშა საღინაძე თსუ თანამშრომლის covid-19-ით დაინფიცირების შესახებ მედიისთვის კომენტარს გააკეთებს. (მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ მე-8 კორპუსი).
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს covid-19- ით ინფიცირება დაუდასტურდა. დღეისთვის დაზუსტებულია დაინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტები. დაინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდებათ PCR ტესტი, მეათე კორპუსში კიდევ ერთხელ ჩატარდა სადეზიფექციო სამუშაოები.