"ძალიან რთული მომენტია" - 13 ივნისის ტრაგედიიდან 5 წელი სრულდება

13 ივნისის ტრაგედიიდან 5 წელი ხვალ გადის. 2015 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობის ადიდების შედეგად, 21 ადამიანის დაიღუპა, 2 კი დაკარგულად ითვლება.

მაშინ, თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.

ხვალინდელი დღე თბილისის ზოოპარკის თანამშრომლებისთვის მძიმედ გასახსენებელია.

„ხვალ განსაკუთრებული არაფერი არ იქნება, რადგან ეს ნებისმიერი ჩვენი თანამშრომლისთვის ძალიან რთული მომენტია. ვცდილობთ, ყურადღება არ გავამახვილოთ, რაც მოხდა, ჩვენი საქმეა მომავალი და აღვადგინოთ ზოოპარკი. ყოველ წელს აღვნიშნავთ ახალი ვოლიერების გახსნით. წელს ცოტა შეგვაგვიანდა, ცნობილი მიზეზების გამო და ალბათ, ცოტა მოგვიანებით გაიხსნება", - თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ შეეცადნენ, ძველი ზოოპარკი აღედგინათ. მათ ევროპის ზოოპარკებიდან ახალი ცხოველების შემოყვანეს. პარალელურად თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა დაიწყეს. კერძოდ, კავკასიაში გავრცელებული სახეობების შეგროვებით. გურიელიძემ აღნიშნა, რომ კავკასიის სახეობები ასე ფართოდ წარმოდგენილი არცერთ ზოოპარკს არ ყავს და ეს მათი სავიზიტო ბარათი უნდა იყოს.