ბაიდენი ტრამპს სამხედრო გადატრიალებით დაემუქრა

ბაიდენი ტრამპს სამხედრო გადატრიალებით დაემუქრა

პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს სამხედრო გადატრიალებით დაემუქრა. ამის შესახებ CNN იტყობინება. ჟურნალისტების კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი არჩევნებს წააგებს და დამარცხებას არ აღიარებს, ბაიდენმა განაცხადა:

„გპირდებით და ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ მას ამ შემთხვევაში ძალიან მალე გააძევებენ თეთრი სახლიდან. ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ბევრი გამოდის ტრამპის მცდელობის წინააღმდეგ, აშშ მილიტარისტულ სახელმწიფოდ აქციოს. ვამაყობ იმ სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებიც მის კრიტიკას არ ერიდებიან“, - აღნიშნა ბაიდენმა.