"ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა და ვისთანაცაა, ურჩიეთ..." - რას ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი გუბაზ სანიკიძეზე

ყოფილი დეპუტატისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ისმინება, „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი სისულელეს უწოდებს.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, გუბაზ სანიკიძის განცხადება მუცლითმეზღაპრეობას ჰგავს და ქვეყანას აზიანებს.

„ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა „დიდი ხანია" და ვისთანაცაა, ურჩიეთ, ასეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლითმეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ „ამერიკის საელჩო ბიძინა ივანიშვილის საუბრებს ისმენს".

„20 ივნისის ღამეს, ზუსტად 13 წუთით ადრე გამოვიდა ბახტაძე და თქვა, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა" არ ვართ და ჩვენ არ ვესვრით რეზინის ტყვიებს. ზუსტად 13 წუთში სროლა დაიწყო. ჩემი ვერსიით, ეს 13 წუთი ზუსტად ის დროა, რამდენიც დასჭირდა ანზორ ჩუბინიძეს, რომ ჩამოსულიყო ბიძინას რეზიდენციიდან, რადგან ბიძინა ტელეფონით არ გასცემდა ამ ბრძანებას. ეს გამორიცხულია, რადგან დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო მის საუბრებს ისმენს. ეს კანონიერია თუ უკანონოა, არ ვიცი", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

Aburjga Tasmanieli ამერიკის სპეცსამსახურები რომ ბატონი ივანიშვილის საუბრებს სისტემატურად-გამუდმებით უსმენენ ამაში ახალი რა არის?! მერკელსაც უსმენენ და მაკრონსაც, ბორის ჯონსონსაც და ჯაირ ბოლსონარუსაც!!! ))) ვინმეს ამაში ჭვი გეპარებათ?!
4 წლის უკან