კახა კალაძე: რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ვერანაირად შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტსა და ღვაწლს ქვეყნის წინაშე

კახა კალაძე: რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ვერანაირად შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტსა და ღვაწლს ქვეყნის წინაშე

ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. რაც არ უნდა ეცადნონ ლობისტები, ვერანაირად შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს და მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე, რომელსაც კონგრესმენები აწერენ ხელს.

„რაც შეეხება კონგრესმენების გზავნილს და კონკრეტული ორგანიზაციის მიერ შედგენილ წერილს და ხელმოწერებს, ვიტყვი, რომ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. ყველასთვის ხელმისაწვდომია ეს ინფორმაციები, 2012 წლიდან მოყოლებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოლენებს სხვადასხვა მიმართულებით. იქნება ეს სხვადასხვა უწყების ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით, ასევე, არჩევნების თუ სხვა, ყველა მიმართულებით არის პოზიტივი. ასევე, ოფიციალური გზავნილები, რომელიც წლების განმავლობაში იყო, მხოლოდ პოზიტიური შეფასებებია. შესაბამისად, ეს დოკუმენტიც შინაარსობრივად არის პოზიტიური. აქ საუბარია ნატოსთან ჩვენს ურთიერთოებებზე, რომელიც უმაღლეს წერტილზეა, რაც მნიშვნელოვანია. მინდა ხაზი გავუსვა იმ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ერთ სიტყვას, რომელიც აბროსლუტურ წინააღმდეგობაშია წერილის შინაარსთან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერანაირი ლობისტების მუშაობა ვერ შეუშლის ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას, ვერ შელახავს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და რაც არ უნდა ეცადნონ ლობისტები, ვერანაირად შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს და მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა კალაძემ.

აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.