ნუკრი ქანთარია ეკა ბესელიასა და ანრი ოხანაშვილს სამოგზაუროდ ერთად წასვლას ურჩევს

ნუკრი ქანთარია ეკა ბესელიასა და ანრი ოხანაშვილს სამოგზაუროდ ერთად წასვლას ურჩევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია პლენარულ სესიაზე ეკა ბესელიასა და ანრი ოხანაშვილის დისკუსიას გამოეხმაურა. კერძოდ, „ქართლი ოცნების“ წევრმა დამოუკიდებელ დეპუტატს და თავის კოლეგას უთანხმოების მოსაგვარებლად ერთად სამოგზაუროდ წასვლა შესთავაზა.

„რასაც ეს ორი დღეა ბატონი ანრისა და ქალბატონი ეკას პაექრობას ვუყურებ, მიჩნდება აზრი, რომ კარგი იქნება, თუ ორივე ერთად სამოგზაუროდ წავა. იქიდან ალბათ, ან ერთი ჩამოვა, ან ორივე ერთად შეხმატკბილებულები ჩამოვლენ“, - განაცხადა დეპუტატმა.

ეკა ბესელია და ანრი ოხანაშვილი პარლამენტში პირბადეების ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის საკითხზე კამათობდნენ.