კელი დეგნანი გუბაზ სანიკიძის განცხადებას აშშ-ის საელჩოს მიერ ბიძინა ივანიშვილის საუბრების მოსმენაზე აბსურდსა და ტყუილს უწოდებს

კელი დეგნანი გუბაზ სანიკიძის განცხადებას აშშ-ის საელჩოს მიერ ბიძინა ივანიშვილის საუბრების მოსმენაზე აბსურდსა და ტყუილს უწოდებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძის განცხადებას აშშ-ის საელჩოს მიერ ბიძინა ივანიშვილის საუბრების მოსმენაზე აბსურდსა და ტყუილს უწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი, რაც პრაქტიკულად ტყუილია“,- განაცხადა დეგნანმა.

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს აშშ-ის საელჩო უსმენს.