მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ან სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება. პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ აქვს მას ეს ამბიცია, ეს მისი და მისი პარტიის საქმეა, „ევროპული საქართველოს“ საქმეებში კი ვერ ჩაერევა ძალიანაც რომ მოინდომოს.
„ევროპული საქართველოს“ და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ და არ იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ მის პარტიაში თუ თვლის, მათთვის სასარგებლოდ სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნას, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩვენთვის ეგ საკითხი არ არსებობს საერთოდ და მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ან სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა. ოპოზიციურ ერთობას ვერავინ დააზიანებს, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა არ გადაწყვეტს, რომ დააზიანოს და ვინც ამას გადაწყვეტს, ის გადაიხდის ძალიან დიდ ფასს საზოგადოების თვალში. რადგან ყველას ესმის, რომ ივანიშვილის მშვიდობიანად დამარცხება არის ქვეყნის ეროვნული ამოცანა. ვინმე ბრიყვის რაიმე სახის მოტივაციის, ან პოლიტიკური ეგოიზმის გამო ვინც დააზიანებს, ის გადაიხდის ფასს. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება. წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება. მის პარტიაში თუ აქვს მას ეს ამბიცია, ეს მისი და მისი პარტიის საქმეა, „ევროპული საქართველოს“ საქმეებში ვერ ჩაერევა ძალიანაც რომ მოინდომოს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. Fcebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ადგილების გაყოფის დრო არ არის.