ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,ჯავახიშვილის მოედანი N3-ში, საერთო სარგებლობის კიბის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „ჩვენი რაიონის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი, თბილისური ტიპის ეზოები და საერთო სარგებლობის ხის კიბეებია. ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივყებით და ძველს ახალი ხის კიბეებით ვანაცვლებთ, რაც ხელს უწყობს რაიონის იერსახის შენარჩუნებას“-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. აღნიშნულ მისამართზე 24 ოჯახი ცხოვრობს, პროექტს ჩუღურეთის რიონის გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 18,000 ლარია. მსგავსი სამუშაოები პარალელურად კიდევ, 3 მისამართზე მიმდინარეობს, ასევე 3 მისამართზე უკვე დასრულდა, რისთვისაც ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 15,678 ლარი გამოიყო.