რომან გოცირიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ყოვლისშემძლეა და სწორადაც ეშინიათ

რომან გოცირიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ყოვლისშემძლეა და სწორადაც ეშინიათ

„ამერიკელი კონგერსმენების განცხადება ნიშნავს, რომ დასრულდა საქართველოში რუსეთის ხელისუფლება და მას ექნება არჩევნებზე ზემოქმედების ეფექტი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

„მორიგი სისულელე თქვეს, თურმე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონგრესმენებს განცხადებაში რაღაც ერთი სიტყვა ჩააწერინა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყოვლისშემძლეა და სწორადაც ეშინიათ. „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია შეცვლიან „ქართულ ოცნებას“ და ოქტომბერში იქნება ახალი კოალიციური ხელისუფლება.

ეშინიათ და ზუსტად ამიტომ არის. ამერიკელი კონგერსმენების განცხადება ნიშნავს, რომ დასრულდა საქართველოში რუსეთის ხელისუფლება და მას ექნება არჩევნებზე ზემოქმედების ეფექტი. საფრანგეთში თუ რაიმე ხდებოდა, ასეთი გამოთქმა იყო - ეს ვოლტერის ბრალია, ეს კი რუსოსი.

ტალახში რომ ჩავარდეს ვინმე, ეს ან ვოლტერის ბრალია, ან რუსოსი. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" ბრალია, რადგან მათ აქვთ ყველგან კავშირები. კონგრესში, სენატში, ევროკავშირსა და ამერიკის მთავრობაში. თურმე, ჩვენ ვართ ძლევამოსული პარტია და გეშინოდეთ, სწორია. ეს განცახდება არის გაკეთებული რუსული ოლოგარქიული ხელისუფლების გათავისუფლებისთვის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

ზურაბი სირცხვილია შენ რომ პოლიტიკაში ხარ ნაცები საშიშები იყვნენ უკონტროლო ძალაუფლება რომ ჰქონდათ მაშინ. დახოცეს აწამეს დააშინეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი,ახლა არც ბრჭყალები აქვთ და არც ეშვები , მაგრამ აქვთ დიდი რაოდენობით მიტაცებული ფული. ჩალიჩობენ ყველაფერს ქართველი ხალხისთვის ზიანის მოსატანად, კარგად იციან არავინ მათ ხელისუფლებაში აღარ მოუშვებს არც ისეთი სულელები ვართ ქართველები,ჯალათები რომ დავისვათ თავზე.
4 წლის უკან