იტალიაში მაფიოზური საქმიანობის გამო 59 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, სენატორის სამი ძმა

იტალიაში მაფიოზური საქმიანობის გამო 59 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, სენატორის სამი ძმა

იტალიაში სპეცოპერაციის ფარგლებში მაფიოზური საქმიანობის გამო 59 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

სპეცოპერაციის სამიზნე „კამორას“ დანაშაულებრივი დაჯგუფება იყო. როგორც კარაბინერებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, გამოძიებამ მეწარმეობისა და პოლიტიკის სფეროში ერთობლივი მონაწილეობის მჭიდრო ქსელი გამოავლინა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ მაფიოზური ორგანიზაციის შექმნა, კორუფცია არჩევნების ჩატარებისას, გამოძალვა და აუქციონებზე თაღლითობა.

იტალიური მედია ასევე იუწყება, რომ დაკავებულებს შორის სენატორი ლუიჯი ჩეზაროს სამი ძმა არის. ლუიჯი ჩეზარო სილვიო ბერლუსკონის პარტიის წევრია.