რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული სტაბის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 8 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 485 253 შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 171 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსს 6 142 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.