ჩუღურეთის რაიონში, ართვინის N42-ში, მწვავედ ავარიული ფერდობის 127 კვადრატული მეტრის ზედაპირის ფართზე ჩაისხა 308 მეტრ-კუბი გრუნტის დამჭერი კედელი. აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 96,039 ლარია. მიმდინარე პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„გეოგრაფიული მდებარეობს გათვალისწინებით, ჩუღურეთის რაიონში ყოველწლიურად 30-მდე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა, აღნიშნული სამუშაოებით ჩვენ ათეულობით ოჯახს ვუქმნით უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს“-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.