დავით ბერძენიშვილი:  „რესპუბლიკელები“ ლგბტქ თემისა და არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი ტევადი კონცეფციის ავტორები ვართ

დავით ბერძენიშვილი:  „რესპუბლიკელები“ ლგბტქ თემისა და არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი ტევადი კონცეფციის ავტორები ვართ

„რესპუბლიკელები“ ლგბტქ თემის და არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი ტევადი კონცეფციის ავტორები ვართ, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ახლა, 2020 წელს, მთელს ცივილიზებულ სამყაროში, ხუთივე კონტინენტზე დაკანონებულია ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინება ან სამოქალაქო კონტრაქტი.

ორი ათეული წლის წინ დასავლეთ ევროპაში კონტრაქტი იყო და აღმოსავლეთში არა.

2016 „რესპუბლიკელებმა“ გავაპროტესტეთ და დავუპირისპირდით ხელისუფლების პროპაგანდისტული, შავრაზმული კამპანიის ფარგლებში საკონსტიტუციო ნორმით განსაზღვრას, რომ ქალის და კაცის ერთობაა ქორწინება. არ დავმალულვართ – კრიტიკულ ვითარებაში ღირებულებებისადმი ერთგულება ვარჩიეთ ელექტორალურ ამოცანას, რაკი შეთავსება შეუძლებელი გახდა.

კიდევ უფრო მკაფიო იყო ეს მიდგომა 2017-ის თვითმმართველობის არჩევნების კამპანიისას.

მოძალადე, რუსული გავლენების ბასტიონის – საპატრიარქოს მეხოტბეობა და უმცირესობების ჩაგვრაში ფაქტობრივი თანამონაწილეობა ცუდია.

სუსტთან ძლიერი და ძლიერთან სუსტი… ეს არაა თავისუფალ ადამიანთა არჩევანი.

„რესპუბლიკელები“ საქართველოში სამოქალაქო კონტრაქტის გამოქვეყნებული (2017), ლგბტქ თემის და არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი ტევადი კონცეფციის ავტორები ვართ.

გვსურს, მხოლოდ ოცი წლით ჩამოვრჩებოდეთ კლასიკურ დასავლეთს.. მეტით არა.

გვსურს, მივუახლოვდეთ მალე აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, სადაც სამოქალაქო კონტრაქტია.

სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სრულფასოვან ნაწილად ვხედავთ საქართველოს მალე.. ნატო-ში უსაფრთხოებითაც, ევროკავშირში კეთილდღეობითაც და ლიბერალური ღირებულებებითაც.

გამონაკლისებს ამოფარება სისუსტე და სითამამის ნაკლებობაა.

თავისუფლების ბრძოლის ავანგარდში ვხედავთ თავს.

არც ვყოფილვართ და არც ვიქნებით ღირებულებების საკითხში უკან მიდევნებული ლამპარი“, – წერს „ფეისბუქში“ დავით ბერძენიშვილი.

Katana .
რესპუბლიკური პარტია - ეს არის საუკეთესო თვალსაჩინოება, როგორი შეიძლება იყოს ანტიქართული პოლიტიკური გაერთიანება!
აქამდე ცდილობდნენ, ასე ვთქვათ, "წერტილოვანი დარტყმები" მიეყენებინათ საზოგადოებრივი ცნობიერებისათვის...
აგერ დევს რამდენიმე წლის წინანდელი ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან, სადაც ის აცხადებს, რომ თავის შვილს არ გაზრდის იმ სულისკვეთებით, რომ თუ სამშობლოს დასჭირდა, თავი შესწიროს მას, არამედ ჩაუნერგავს, რომ ის არის თავისუფალი ადამიანი და როგორც უნდა, ისე მოიქცეს! (ანუ, პატრიოტობა სულაც არ არის სავალდებულოო!).
მოგვიანებით, როცა მისი მეუღლე გახდა თავდაცვის მინისტრი (უფრო ჭკვიანურ გადაწყვეტილებას ხომ ვერ მიიღებდა "ოცნება"!), საქმით განახორციელა ეს - ჯარში სავალდებულო გაწვევა გააუქმა! - ვისაც ეხალისება, იმან დაიცვას სამშობლო; ვისაც არ ეხალისება, ნუ დავაძალებთო!.. (გაიხსენეთ, ჩვენსავით პატარა, ჩვენსავით მტრებით გარემოცულ ისრაელში მხოლოდ ყველა მამაკაცისთვის კი არა, ქალებისთვისაც რომ სავალდებულოა ქვეყნის დასაცავად სამსახური!).
ახლა კი საერთოდ ჩამოიხსნეს ნიღაბი და აგერ პირდაპირ აცხადებს დავით ბერძენიშვილი, რომ ისინი " ლგბტქ თემისა და არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი ტევადი კონცეფციის ავტორები" არიან და ძალიან სცხვენია ჩვენი ქვეყნის ასეთი მაჩანჩალობის გამო - ყველა კონტინენტზე ნებადართულია ერთსქესიანთა ქორწინება და ჩვენი ქვეყანა კიდევ, ამ ეკლესიის შემყურე, ასე ჩამოვრჩით პროგრესს და დღემდე გვაქვს დაკანონებული, რომ ქალისა და კაცის ერთობაა ოჯახიო!..
არ ვიცი, რა შეიძლება უპასუხო ამ კაცს!..
იმედია, წყევლაში არ ჩამეთვლება, თუ ვუსურვებ - თქვენს ოჯახებს არ გამოელიოთ მამაკაცი რძლები და ქალი სიძეები-მეთქი!
4 წლის უკან
Maverick ადრე, ცოტა გაოცებული ვიყავი როგორ აერხებდნენ ძმები ბერძეიშვილები ველა ბოცაზე უპრობლემოდ დაცობას, ახლა ნათელია დავით ბერძენიშვილის განცხადება, რატომ ემართებოდათ რატომ ემართებოდათ ლგბტ-ური ჭინთვები...
4 წლის უკან