Forbes-მა თბილისი, პოსტ-კორონავირუსული პერიოდის ყველაზე უსაფრთხო ქალაქად დაასახელა

Forbes-მა თბილისი, პოსტ-კორონავირუსული პერიოდის ყველაზე უსაფრთხო ქალაქად დაასახელა

თბილისი საქართველოს დედაქალაქია და იგი მსოფლიოში ერთ-ერთია იმ ქალაქებიდან, რომელიც კორონავირუსის შედეგად ყველაზე ნაკლებად დაზარალდა. საქართველომ ძალიან სწრაფად მიმართა იმ ზომებს, რომელთა წყალობითაც ეპიდემია უკიდურესად დაბალ დონეზე შენარჩუნედა. საქართველოში Covid-19-ის 260-ჯერ ნაკლები შემთხვევაა, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში." – წერს იგი.

როდრიგესი აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქართველო ტურისტებისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება. მისი თქმით, თბილისი იდეალური ადგილია კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის.

"გარანტირებულია, ამ ქალაქის ნახვის შემდეგ იტყვით "WOW"!" – წერს როდრიგესი.

მისი თქმით, "საქართველოს აქვს უფრო მეტი საწოლი საავადმყოფოში თითოეულ მოსახლეზე, ვიდრე შვედეთსა და დანიას, ხოლო თბილისი ხუთჯერ უფრო უსაფრთხოა (კრიმინალის მაჩვენებლით) ვიდრე პარიზი ან ლონდონი."

საქართველოს გარდა, აღნიშნულ ოცეულში მოხვდა საბერძნეთის, ხორვატიის, პორტუგალიის, რუმინეთის, ავსტრიის, სლოვენიის და კიდევ სხვა ევროპული ქვეყნების დედაქალაქები და ქალაქები.