ბრაზილიაში პრეზიდენტის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა

ბრაზილიაში პრეზიდენტის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა

ბრაზილიაში ქვეყნის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. დედაქალაქში ასობით ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

მთელი პანდემიის პერიოდში ეს ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ გამართული პირველი აქცია გახდა. მათ პარალელურად ბოლსონარუს მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.

ბრაზილიის პრეზიდენტი დიდხანს ამბობდა უარს კორონავავირუსით გამოწვეული საფრთხის აღიარებაზე და დაავადებას „მსუბუქი გრიპიც“ კი უწოდა. ის ასევე ეწინააღმდეგებოდა შემზღუდავ ზომებს.