პირველად სამი თვის განმავლობაში იაპონიაში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

პირველად სამი თვის განმავლობაში იაპონიაში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე ღამის განმავლობაში პირველად სამი თვის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების 17 886 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 929 ადამიანი გარდაიცვალა. 14 მაისიდან იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების ასზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.