თენგიზ ცერცვაძე: შეიძლება, არც იქნეს კორონავირუსის მეორე ტალღა

თენგიზ ცერცვაძე: შეიძლება, არც იქნეს კორონავირუსის მეორე ტალღა

მსოფლიოში ღმერთის გარდა არავინ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ყველაფერი ეს ვარაუდებია და ეს ვარაუდები აგებულია იმაზე, თუ როგორ იქცევიან სხვა რესპირაციული ინფექციები, მაგალითად გრიპი და სხვა.

ველოდებით ოქტომბერ-ნოემბრიდან, დამოკიდებულია იმაზე, რა ბუნება აქვს კორონავირუსს.

მას აქვს ისეთივე ბუნება როგორც გრიპის ვირუსს, რომელიც ცივ პერიოდებში აქტივირდება, ხოლო ცხელ პერიოდებში მისი აქტივობა იკლებს.

თუ კორონავირუსს არ აქვს ასეთი სეზონური ბუნება, შეიძლება, არც იქნეს მეორე ტალღა.

ვფიქრობ, რომ მას მაინც აქვს სეზონურობის ბუნება, მაგრამ არა ისე მკაფიოდ გამოხატული, როგორც გრიპს.

მე მგონია, რომ მეორე ტალღა იქნება, მაგრამ ნაკლებად ძლიერი, ვიდრე პირველი”, – განაცხადა ცერცვაძემ.