ფაშინიანის თქმით, სომხეთში COVID-19-ით ორი პაციენტი, რეანიმაციაში უადგილობის გამო გარდაიცვალა

ფაშინიანის თქმით, სომხეთში COVID-19-ით ორი პაციენტი, რეანიმაციაში უადგილობის გამო გარდაიცვალა

ვალდებულებას ვგრძნობ თქვენს მიმართ, რომ სიმართლე გითხრათ რაც არ უნდა სასტიკი არ უნდა იყოს. დღეისთვის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 200 პაციენტი სტაციონარში ჰოსპიტალიზაციას ელოდება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ჯანდაცვის სისტემა ისეთი დატვირთვით მუშაობს, რომ შეუძლებელია პაციენტების საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაცია.

„მეტსაც გეტყვით: ჩვენ უკვე გვაქვს შემთხვევა როდესაც სამედიცინო დახმარების გაჭიანურების გამო კორონავირუსით დაავადებული ადამიანი გარდაიცვალა. ამავდროულად შეფერხება ორჯერ გაიზარდა.

დაფიქსირდა ორი გარდაცვალების შემთხვევა, იმ მიზეზით, რომ ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში უნდა ყოფილიყვნენ თუმცა ადგილი არ გვქონდა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

6 ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 12,364 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 190 გარდაიცვალა, ხოლო 3,720 პაციენტი გამოჯანმრთელდა.