კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ამერიკელი მილიარდერების ქონება 565 მილიარდი დოლარით გაიზარდა

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ამერიკელი მილიარდერების ქონება 565 მილიარდი დოლარით გაიზარდა

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ამერიკელი მილიარდერების ქონება 565 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევის თანახმად, ამერიკელი მილიარდერების ქონების საერთო ღირებულება 3.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც 19%-ით მეტია, ვიდრე პანდემიის დაწყებისას იყო. მაგალითისთვის, Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება 18 მარტიდან 36.2 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით გამოწვეული უმუშევრობის გამო 42.6-მა მილიონმა ამერიკელმა სახელმწიფოს დასახმარებლად მიმართა.

გასულ კვირას აშშ-ში უმუშევრად დარჩენილმა კიდევ 1.9-მა მილიონმა ადამიანმა დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო. 26 მარტს აშშ-ში უმუშევრობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. წინა მაქსიმუმი 1982 წელს დაფიქსირდა და ერთი კვირის განმავლობაში 695.000 შეადგინა.