ვრცელდება ინფორმაცია, რომ გენერალი დევი ჭანკოტაძე პოლიტიკაში მოდის. ამ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს.:
“მე მხარს ვუჭერ ნამდვილი გმირის პოლიტიკაში მოსვლას! ლიდერი ის კი არაა ვინც საეჭვო წარმოშობის ფულს ხარჯავს საკუთარ “ლიდერობაზე” და მომავალ თანამდებობაზე აწეულ PR კამპანიაზე, არამედ, აი, ეს ნამდვილი პატრიოტი და სამშობლოს გენერალი”, - წერს სააკაშვილი.
აღსანიშვია, რომ ექსპრეზიდენტის მიმართვა მის "ფეისბუქ-გვერდზე" დამალულია და მისი ნახვა ყველა მომხმარებელს არ შეუძლია. მასზე გადასვლა მხოლოდ პირდაპირი ბმულით შეიძლება.
მანამდე დღეს „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: "მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კოლეგას, რომ აუცილებლად ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით. განსაკუთრებით თბილისში ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გვყავდეს ერთიანი მაჟორიტარები".