ოქრუაშვილის მორიგი ტყუილი

ოქრუაშვილის მორიგი ტყუილი

ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქში წერს, რომ არ გადაიხადონ ჯარიმა იმ ადამიანებმა, ვინც საგანგებო მდგომარეობის დროს დააჯარიმეს, რადგან ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ, მოქალაქეებს ეს თანხა ჩამოეწერება, თუმცა, ერთია ოქრუაშვილის დაპირება და მეორე ამომრჩევლის გადაწყვეტილება, შესაბამისად, მისი ეს ემოციური დაპირებაც შეიძლება მის მორიგ ტყუილად ჩაითვალოს ან მიმუნუმ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანად იმის მოლოდინით, რომ შესაძლოა არჩევნების წინ აღნიშნული ჯარიმები გაუქმდეს.

“კეთილი რჩევა იმ ადამიანებს, ვინც საგანგებო მდგომარეობის დროს უაზრო ჯარიმებით დააჯარიმეს და ჯერ არ გადაუხდიათ. არჩევნების წინ ყველა ასეთ ჯარიმას ეს მთავრობა ვერ ჩამოწერს. თუ ესენი არ ჩამოწერენ, ნოემბრის ბოლოს ახალი მთავრობა ნამდვილად ჩამოწერს. ასე რომ გირჩევთ არ გადაიხადოთ.”– დაწერა ოქრუაშვილმა.