ვაშინგტონში ეროვნულმა გვარდიამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა

ვაშინგტონში ეროვნულმა გვარდიამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა

აშშ-ის დედაქალაქში ეროვნულმა გვარდიამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა.

მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცავების მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს.

CNN-ის ცნობით, „წიწაკის სპრეით“ დაზარალებული მოქალაქეები თვალებსა და სახეებზე წყალსა და რძეს ისხამდნენ.

შეგახსენებთ, აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო აშშ-ში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. წუხელ პოლიციამ 200-მდე დემონსტრანტი დააკავა.