პიცა სულგუნითა და ქათმის ხორცით

პიცა სულგუნითა და ქათმის ხორცით

ინგრედიენტები

ცომი

ფქვილი - 500 გ

საფუარი - 1 ჩკ

მარილი - 1 ჩკ

შაქარი - 1/2 ჩკ

რძე - 250 მლ

შიგთავსი

სულგუნი

ქათმის ხორცი (ფილე)

მოხარშული კვერცხი - 3 ც

ტკბილი აჯიკა

მწვანე ხახვი

ორეგანო

შავი პილპილი

მომზადების წესები

ფქვილი გაცერით, დაუმატეთ საფუარი, მარილი, შაქარი და მოზილეთ თბილი რძით კარგად შეკრული ცომი. დადგით სითბოში ცხიმიან ჯამზე ასაფუებლად.

უკვე მზა ცომი გაიყვანეთ ხელით ფქვილმოყრილ ფორმაზე, წაუსვით ტკბილი აჯიკა, მოაწყვეთ დაჭრილი ან დაქუცმაცებული ხორცი,3 ცალი მოხარშული კვერცხი, სულგუნის თხელი ნაჭრები, ორეგანო, შავი წიწაკა და მწვანე ხახვი. გამოაცხვეთ დაბალ ტემპერატურაზე.