სომხეთში ბოლო 24 საათში 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ბოლო 24 საათში 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსით 517 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 10 009-ს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ბოლო 24 საათში 20 პაციენტი გარდაიცვალა, ლეტალური შემთხვევების რიცხვი 214-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 3 427 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.