ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა – დამოუკიდებელი ექსპერტიზა

ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა – დამოუკიდებელი ექსპერტიზა

დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამის შესახებ ფლოიდის ოჯახის ადვოკატმა, ბენ კრამპმა განაცხადა.

ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ასფიქსია კისრისა და ზურგის არეში ხანგრძლივი დაწოლით იყო გამოწვეული. როგორც ბენ კრამპმა აღნიშნა, ჯორჯ ფლოიდი ადგილზე გარდაიცვალა. ექსპერტიზა ჯორჯ ფლოიდის ოჯახის დაკვეთით ჩატარდა.

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.