თეთრ სახლთან მიმდინარე აქციის გამო, დონალდ ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

თეთრ სახლთან მიმდინარე აქციის გამო, დონალდ ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

აშშ-ში, თეთრ სახლთან გამართული საპროტესტო აქციის გამო, უსაფრთხოების სასახურის წარმომადგენლებმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და პირველი ლედი, მელანია ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს.

გავრელებული ინფორმაციით, ბუნკერში მათ დაახლოებით ერთი საათი გაატარეს.

“ნიუ-იორკ თაიმსის” ინფორმაციით, უცნობია, რამ უბიძგა საიდუმლო სამსახურს გადაეყვანათ ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში, რომელიც საგანგებო ვითარებებისას გამოიყენება როგორც მართვის ოპერატიული ცენტრი.

თეთრ სახლთან აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ მინეაპოლისში, პოლიციის ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად გარდაცვლილი 46 წლის აფორამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა დროშები დაწვეს. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.