საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 19 - ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 19 - ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11- ით გაიზარდა და 794 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 19 - ით გაიზარდა და 624 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.