ბონდო მძინარაშვილი: როგორ შეიძლება ჟურნალისტების გამოყენება!

ბონდო მძინარაშვილი: როგორ შეიძლება ჟურნალისტების გამოყენება!

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

"გუშინდელ გადაცემაზე და ექსპერტ-ანალიტიკოსების გაშავების მცდელობაზეც ვიტყვი მოკლედ და კონკრეტულად:

ამ გადაცემამ ყველაზე კარგად გვიჩვენა, როგორ შეიძლება ჟურნალისტიკის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად!

უფრო მოკლედ კი, - როგორ შეიძლება ჟურნალისტების გამოყენება!

მცირე განმარტებაც:

ახალგაზრდა კოლეგებს ყოველთვის ვაფრთხილებ, - როდესაც ვიღაც ინფორმაციას გაწვდით, კარგად დაუკვირდით, რა მოტივი აქვს იმ ადამიანს, ხომ არ გიყენებთ ვინმეს დისკრედიტაციისთვის, ხომ არ გაკეთებინებთ იმას, რასაც თვითონ ღიად ვერ ბედავს!

დიახ, ჟურნალისტების გამოყენების კლასიკური მაგალითი იყო გუშინდელი გადაცემა.

თავისთავად, შრომის ანაზღაურებაში სათაკილო არაფერია და ვინც მუშაობს, იმან შესაბამისი გასამრჯელოც უნდა მიიღოს. არც ის გამიკვირდება, რომ "ქართულ ოცნებას" საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის სპეციალური ჯგუფიც ჰყავდეს. (გასაკვირი უფრო ის იქნებოდა, რომ არ ჰყავდეს). დასამალიც არაფერი უნდა იყოს.

მაგრამ, როცა ამბობ, რომ სამუშაო დოკუმენტი მოიპოვე, დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ ორიოდ ადამიანისთვის უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, სრულიად ბუნებრივია, მეც გამიჩნდება შეკითხვა: რაღა მაინც და მაინც შენ ჩაგივარდა ხელში ეს დოკუმენტი?

ნუ მიპასუხებთ, - ვიცი, რატომაც !"