დონალდ ტრამპი: ბრბო რომ თეთრ სახლთან კიდევ უფრო ახლოს მოსულიყო, მათ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ

დონალდ ტრამპი: ბრბო რომ თეთრ სახლთან კიდევ უფრო ახლოს მოსულიყო, მათ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით თეთრ სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აქცია პროფესიულად მართული იყო და არაფერი საერთო ჰქონდა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნასთან.

„გუშინ ღამით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან დიდებული სამუშაო გასწია. ისინი არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ ძალიან ცივსისხლიანადაც მოქმედებდნენ. თეთრ სახლში ვიმყოფებოდი და თითოეულ ნაბიჯს ვაკვირდებოდი. მინდა გითხრათ, რომ არასდროს მიგვრძნია თავი უფრო უსაფრთხოდ. მათ „პროტესტის მონაწილეებს“ ბღავილის ნება დართეს, თუმცა როგორც კი ვინმე გამყოფ ხაზს მიუახლოვდებოდა, სწრაფად რეაგირებდნენ. წინა ხაზზე საიდუმლო სამსახურის ახალბედა აგენტები იდგნენ. პროფესიულად ორგანიზებული დიდი ბრბო შეიკრიბა თეთრ სახლთან, თუმცა ვერავინ გაბედა ახლოს მოსვლა. ეს რომ გაეკეთებინათ, მათ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ. სულ მცირე მძიმედ დაშავდებოდნენ. საიდუმლო სამსახურის აგენტები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. როგორც გუშინ იხილეთ, ისინი ძალიან ცივსისხლიანად და პროფესიულად მოქმედებდნენ. მადლობას ვუხდი მათ!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 46 წლის აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

Katana .
ტ რ ა მ პ ი : "...პროფესიულად ორგანიზებული დიდი ბრბო შეიკრიბა თეთრ სახლთან, თუმცა ვერავინ გაბედა ახლოს მოსვლა. ( გ ა ი გ ე თ ?! )
ეს რომ გაეკეთებინათ, მათ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ. ( გ ა ი გ ე თ ?! )
სულ მცირე, მძიმედ დაშავდებოდნენ." ( გ ა ი გ ე თ ?! )

შტურმზე არ არის ლაპარაკი! - მხოლოდ რომ... მ ი ა ხ ლ ო ე ბ ო დ ნ ე ნ ... თეთრ სახლსო!!!

აი, ეს არის ამერიკული სტანდარტი!

ხოლო ნ ა ც ე ბ ი ს ირგვლივ გაერთიანებულ ქართულ ოპოზიციას სურს, რომ მთავრობის სახლზე შტურმის მონაწილეთა პოლიტპატიმრებად გამოცხადება გახდეს ქართული სტანდარტი! - ცხადია, სანამ თვითონ არიან ოპოზიციაში, მანამდე!

და ამაში უჭერენ მხარს მათი დასავლელი ლობისტები!

თქვენი ორმაგსტანდარტიანი... (დანარჩენი - როგორც ტექსტშია!)
3 წლის უკან